logo
ENG



"ეს ბოლო კომპრომისია" - თბილისის კლუბებმა ღონისძიებები ერთი კვირით გადადეს

18 დეკ 202123:23
3 წუთის საკითხავი
 
2021/12/18/zogtd6i5230mydo.jpg

თბილისის კლუბებმა დაგეგმილი ღონისძიებები 1 კვირით გადადეს. კლუბების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ მათი წარმომადგენლები შრომის ინსპექციას დღეს შეხვდებიან. 

"თბილისის საკლუბო სცენის უსაფრთხო გახსნასთან დაკავშირებით არსებული კრიზისის დასაძლევად დღეს გაიმართა სცენის წარმომადგენლების შეხვედრა შრომის ინსპექციასთან.

საერთო ინტერესების გათვალისწინებით, თბილისის საკლუბო სცენის წარმომადგენლებმა მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, დღეს, შაბათს, 18 დეკემბერს დაგეგმილი წვეულებები ერთი კვირით გადავდოთ. ჩვენი მხრიდან ეს არის ბოლო შესაძლო კომპრომისი", - წერია განცხადებაში. 

მათივე ცნობით, სრულ ინფორმაციას და მეტ დატალს რამდენიმე საათზე გაავრცელებენ. 

გუშინ შრომის ინსპექციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღამის კლუბებში ღონისძიებების გამართვა ნებადართული არ არის. მანამდე კი ცნობილი იყო, რომ ღამის კლუბები მუშაობას 17 დეკემბერს განაახლებდნენ.

ცნობისთვის, რამდენიმე თვეა, საკლუბო ინდუსტრია გახსნასთან დაკავშირებით მთავრობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მძიმე ფინანსური პრობლემები აქვთ და გახსნა აუცილებელია. 

პროფესიული კავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ამბობს, რომ საკლუბო სექტორში დაახლოებით 8 000 ადამიანია დასაქმებული და ისინი 21 თვეა შემოსავლის გარეშე დარჩნენ. პეტრიაშვილის თქმით, მიმდინარეობდა კონსულტაციები კლუბების ასოციაციასთან და ყველა პარამეტრებით, 20 დეკემბრამდე უნდა განხორციელებულიყო რეგულაციები, რომლის შედეგად უნდა მოხერხებულიყო კლუბის ისე ამუშავება, რომ ადამიანები ყოფილიყვნენ დაცულად. პეტრიაშვილის თქმით, სრულად გაუგებარია შრომის ინსპექციის გადაწყვეტილება.

 


close დახურვა